Thursday, October 22, 2015

Daddy's Girl Turns 46 Tomorow


ხვალ ჩემი დაბადებიდან 46 წელი სრულდება.
რაც შენ აღარ ხარ, ამ დღემ თავისი ჩვეული პეწი და სიხარული დაკარგა.
მიუხედავად იმისა, რომ ამდენი უსაყვარლესი, უძვირფასესი ადამიანი მახვევია გარშემო, და უღრმესი მადლობა მათ ამისთვის, მაინც ვგრძნობ, რომ, ისე, როგორც შენ ხარობდი ჩემი ყოველი დაბადების დღით, ვერავინ ხარობს. ან კი რატომ უნდა ხარობდნენ განსაკუთრებულად. განა რა დღეა ასეთი.
მხოლოდ შენ შეგეძლო ეს დღე გექცია ჩემთვის ჭეშმარიტ დღესასწაულად. არც ერთი წელი არ გავდა სხვას.
ყოველ დილით ვიღვიძებდი არაჩვეულებრივის მოლოდინის გრძნობით.
არანაირი ხელის შემშლელი ფაქტორი არ არსებობდა შენთვის ეს დღე ყველაზე დასამახსოვრებელ დღედ, რომ გექცია.
საოცარია, როგორ ახერხებდი ამას.
მიუხედავად უსაზღვრო სიყვარულისა ჩემი ერთადერთი შვილის მიმართ, მე არ გამომდის
იგივე.
ღმერთო ჩემო, როგორ მენატრები, როგორ მაკლიხარ, როგორ არასდროს შუშდება უშენობა.
ღია ჭრილობით ცხოვრება არც ისე ადვილი გამოდგა.
მე და შენ ერთად გავიარეთ შენი ამ სოფელში ყოფნის ბოლო წუთები. როგორ ვიბრძოდი, რომ არ გამეშვი.
მე ვიყავი ის ვინც საბოლოო თვალების დახუჭვამდე დაინახე. მე დაგიხუჭე, ჩემი ხელით ჩემთვის უსაყვარლესი და ზუსტად ჩემნაირი თვალები. მე ვიყავი, ვინც შენი საბოლოოდ გადმოგორებული ცრემლი დაიჭირა.
გილოცავ, მამა, ჩემს ორმოცდა მეექვსე დაბადების დღეს, რომელიც მეცხრე წელია უშენოდ ჩაივლის და კიდევ უფრო გამიღრმავებს ისედაც ღრმა და შეუხორცებელ ჭრილობას.
მიყვარხარ!







3 comments:

  1. ნათელი, ტკბილი და თბილი სევდა მომგვარა შენმა ნაწერმა.
    ბედნიერი ხარ, რომ ეს განცდა გაქვს და გქონდა და ასეთმა ადამიანმა გაგზარდა.
    მე მამა ადრე დავკარგე და ამ სიტყვის წარმოთქმაც მერიდებოდა დიდხანს... მეტს ვერ დავწერ, ბოდიში...
    ხვალ ცალკე მოგილოცავ :)
    <3

    ReplyDelete
  2. მაპატიეთ ეს სევდა.
    დიდი დრო გავიდა და მხოლოდ ახლა შევძელი ამის ამოთქმა.
    მადლობა დიდი.

    ReplyDelete